ნიკოლოზ ბასილაშვილი, ადრიან მანარინო
Aa
Aa

დასანანი მარცხი მანარინოსთან - ბასილაშვილი რენის ჩელენჯერს დაემშვიდობა

რენის ჩელენჯერის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ნომრად განთესილ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 6:7 6:3 3:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ნიკოლოზი ბევრად უკეთესი იყო. 3 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოიყენა. საპირისპიროდ კი მანარინოს მეტოქის ჩაწოდებაზე არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც სამწუხაროდ უკეთესი ადრიანი აღმოჩნდა.

მეორე სეტი მთლიანად ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა მოიპოვა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

გადამწყვეტი სეტი ნიკოლოზმა ძალიან ცუდად წაიგო და უმალ თავისი ჩაწოდება წააგო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. იმ დროს, როდესაც ფრანგის სასარგებლოდ ანგარიში 3:2 იყო, ბასილაშვილის ჩაწოდება მოიგო და დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა უხეში შეცდომით წააგო ბოლო გათამაშება.

ამის შემდეგ, ადრიან მანარინომ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ძალიან დამაჯერებლად ითამაშა. საბოლოო ჯამში, მეოთხედფინალში ფრანგი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუქარესტის ჩელენჯერი - გორგოძე მერვედფინალში გავიდა
ბუქარესტის ჩელენჯერი - გორგოძე მერვედფინალში გავიდა