კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას - რონალდუ ტენ ჰაგს აკრიტიკებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა და თქვა, რომ „წითელ ეშმაკებში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას.

რიო ფერდინანდის პოდკასტში სტუმრობისას, 39 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ტენ ჰაგი კლუბის ამბიციებს ამცირებს, როდესაც ამბობს, რომ გუნდს არ შეუძლია პრემიერ ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

რა თქვა რონალდუმ:

„მანჩესტერს იმავეს ვუსურვებ, რასაც საკუთარ თავს - საუკეთესოს. მე მიყვარს ეს კლუბი. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წარსულს ივიწყებს“.

„ვფიქრობ, რომ „მანჩესტერში“ ყველაფერი უნდა გარდაიქმნას. მწვრთნელი არ უნდა ამბობდეს, რომ გუნდი არ აპირებს ჩემპიონთა ლიგის ან პრემიერ ლიგის მოგებას. ის ასე უნდა ფიქრობდეს: შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ასეთი პოტენციალი, მაგრამ მე არ შემიძლია ამის თქვა, ასე რომ, ჩვენ ვცდით - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა სცადოს“.

„ამ კლუბს გარდაქმნისთვის დრო სჭირდება, რადგან ის კვლავინდებურად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ეს ერთადერთი გზაა, მაგრამ მათ სჭირდებათ ცვლილება და მათ ეს ესმით“.

ინგლისის ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ, ტენ ჰაგის გუნდმა 3 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილს იკავებს.

„იუნაიტედმა“ წინა სეზონი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, 38 ტურში დაგროვებული 60 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური სათასო წარმატების ხარჯზე მოიპოვა, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.

ნიდერლანდელი მწვრთნელი „მანიუს“ სათავეში 2022 წლის 23 მაისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 114 მატჩიდან 66 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს
1 მიზეზი, თუ რატომ არ გაწვრთნის ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს