ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი, ილქაი გიუნდოგანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

მიუღებელი სიტუაციები - გიუნდოგანს ბარსაში 2 გუნდელი აღიზიანებდა

როგორც მოგეხსენებათ, ბევრისთვის მოულოდნელად ილქაი გიუნდოგანმა სეზონის დაწყების წინ, ბარსელონა დატოვა და მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა.

Goal.Com იუწყება, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელს, კატალონიურ გუნდში თამაშის პერიოდში ორი თანაგუნდელი აღიზიანებდა.

საუბარი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე და რობერტ ლევანდოვსკიზეა. ილქაი თვლიდა, რომ გერმანელი მეკარე კაპიტნის კვალობაზე ძალიან მშვიდი და თავშეკავებული იყო. გიუნდოგანის აზრით, მარკს გასახდელზე გავლენა არ ჰქონდა.

ლევანდოვსკის შემთხვევაში, გიუნდოგანს მისი ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება არ მოსწონდა. წყაროს ცნობით, პოლონელი თავდამსხმელი მათ ყურადღებას არ აქცევდა და არ ეხმარებოდა. ეს კი ილქაისთვის მიუღებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა ბარსას რიგებში 1 სეზონი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს პატიმრობა მიუსაჯეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს პატიმრობა მიუსაჯეს