ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

თოფურია ჰოლოუეიზე: მე მას ყველაფერში ვჯობნი

სულ მალე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.

ქართველმა მებრძოლმა As-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სწორედ ამ ორთაბრძოლაზე და ასევე მომავალ შესაძლო მოწინააღმდეგეზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა იქნება მისი ძლიერი მხარე ჰოლოუეისთან ბრძოლაში, თოფურიამ თქვა:

„მე ვიცი, რომ მას ყველა ასპექტში ვჯობნი. ვეცადე ყველა დისციპლინაში საუკეთესო პროფესიონალები მომეწვია, რათა ჩემი უნარების სრულყოფილი განვითარება გამეგრძელებინა“.

„ელ მატადორის“ თქმით, ის აისრულებს კიდევ ერთ ოცნებას და ეს ოცნება მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვაა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მაქვს, არა მხოლოდ სპორტის მხრივ, არამედ მენტალურადაც და სულიერადაც. ერთი სული მაქვს, 26 ოქტომბერი როდის მოვა“, - განაცხადა თოფურიამ.

კითხვაზე, ყოველთვის UFC-ი არჩევს თუ არა, ვის დაუპირისპირდებიან მებრძოლები, თოფურიამ თქვა:

„მე არასდროს არ მირჩევია ოპონენტები. როდესაც ვინმე მირეკავს და მეუბნება: „შენ უნდა დაიცვა ქამარი ამ ადამიანთან“ - მე ამას ვიღებ, ვინც არ უნდა იყოს ის. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, თუ ვინმე ასე არ ფიქრობს და უნდა სცადოს, კი ბატონო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს ვიხილავთ.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

ქართველს MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: როგორც ჩანს ვოლკის ყოველწლიურად ნოკაუტში ჩავარდნა უნდა
თოფურია: როგორც ჩანს ვოლკის ყოველწლიურად ნოკაუტში ჩავარდნა უნდა