ჩელსი, ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

წესების დაცვა არ უყვარს - ენცო ფერნანდესს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

როგორც აღმოჩნდა, ენცო ფერნანდესი, რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, იმდენად ცუდი მძღოლი გამოდგა.

ლონდონის ჩელსის ფეხბურთელს 6 თვით მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ამის მიზეზი საგზაო მოძრაობის წესების ზედიზედ მეორედ დარღვევა იყო.

გარდა ამისა, არგენტინელი ფეხბურთელი 3020 ფუნტითაც დააჯარიმეს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, სასამართლო ენცოს დასწრების გარეშე გაიმართა.

ცნობისთვის, 2023 წელს, ლონდონის ჩელსიმ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 121 მილიონი ევრო გადაიხადა.

2023 წლიდან დღემდე, ენცო ფერნანდესმა ჩელსის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 67-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოდიში, გოლებს ყოველთვის ვერ გავიტან, ეს მარტივი არაა“ | ვინისიუსი ბრაზილიის მარცხზე
„ბოდიში, გოლებს ყოველთვის ვერ გავიტან, ეს მარტივი არაა“ | ვინისიუსი ბრაზილიის მარცხზე