„არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“ | დვალიშვილი ომალიზე
სულ მალე UFC-ის სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომელშიც მერაბ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდება.
MMA Fighting-თან ინტერვიუში, ქართველმა მებრძოლმა სწორედ დაგეგმილ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ხალხის გაოცებას აპირებს.
რა თქვა დვალიშვილმა:
„ეს ჩემთვის რთული გამოწვევაა. ომალი კარგი მებრძოლია და სწორედ ამიტომ, მასთან ჩხუბი ყოველთვის მინდოდა. პირველ რიგში, მინდა ეს ბრძოლა მოვიგო და მწვერვალზე ვიყო. ერთი რამ მინდა ზუსტად ვთქვა: მე ძალიან ბერს ვშრომობ, „მშიერი“ ვარ და ბევრი ადამიანის გაოცებას ვაპირებ. არ გაგიკვირდეთ, თუ ნოკაუტში ჩავაგდებ“.
„მე მას ნოკაუტში ჩავაგდებ. უყურეთ ამ ბრძოლას და თქვენ გაოცდებით. მე ვიცი, ხალხი რას ფიქრობს. ისინი ფიქრობენ, რომ მე მებრძოლი ვარ. მეგობრებო, თქვენ გაკვირვებულები დარჩებით. მე სხვა თვისებების ჩვენებას ვაპირებ“.
სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით, 03:30 საათიდან გაიმართება.