მოლაპარაკება ჩაიშალა - არველაძე ტრაბზონსპორში არ იმუშავებს
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ტრაბზონსპორი შოთა არველაძეს ეპატიჟებოდა. თურქული გუნდის მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს ლეგენდარული ქართველი თავის სამწვრთნელო შტაბში სურდა, თუმცა, როგორც ჩანს შეთანხმება არ შედგა.
თურქული მედია ტრაბზონსპორის პრეზიდენტის ერტურგულ დოღანის სიტყვებს ასაჯაროებს, რომელშიც მან ყველაფერი უარყო.
დოღანი:
„შოთასთან შეთანხმება ვერე მოვახერხეთ. სიმართლეა, რომ ჩვენს მწვრთნელს არველაძის გუნდში ხილვა სურდა, მაგრამ ასე არ მოხდა.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი ყოფილი თავდამსხმელი 1993/97 წლებში სწორედ ტრაბზონსპორის ღირსებას იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში, შოთამ ყველა ტურნირზე ერთად 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 79 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, შოთა არველაძე 2015 წელს ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით თურქულმა გუნდმა 15 მატჩი გამართა. 6 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება - ასეთია ქართველი სპეციალისტის ტრაბზონული შედეგი.