ხვიჩა კვარაცხელია, ლეონარდო სპინაცოლა
Aa
Aa

სპინაცოლა კვარაზე: მას შეუძლია ერთი თამაშით მოედანი ყველასთვის გახსნას

ლეონარდო სპინაცოლამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე, ანტონიო კონტეზე, „ნაპოლიში“ თამაშსა და ასევე სხვა თანაგუნდელებთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.

იტალიელი მარცხენა ნახევარმცველის თქმით, ბოლო დღეები გუნდი ფიზიკურ ასპექტს დიდ ყურადღებას აქცევს, რათა მომდევნო მატებისთვის რაც შეიძლება უკეთესად მოემზადოს.

კვარაზე საუბრისას, სპინაცოლამ მის თვისებებს გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიზარდოთ და ერთმანეთს ბოლომდე უნდა გავუგოთ. კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მასთან თამაში გვიადვილდება, რადგან მას შეუძლია ერთი თამაშით მოედანი ყველასთვის გახსნას“, - თქვა სპინაცოლამ.

სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ნაპოლის“ 15 და 21 სექტემბერს ორი რთული გასვლა ელის. ჯერ „კალიარიში“, შემდეგ კი ტურინში „იუვენტუსთან“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, სპინაცოლა „რომას“ ღირსებას იცავდა და „ჯალოროსის“ რიგებში 2019-დან 2024 წლამდე თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა
კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა