FIFA-ს რეიტინგი - საქართველო დაწინაურდა და ალბანეთს გადაასწრო
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველო ალბანეთს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა შორეული დარტყმით გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, საქართველო FIFA-ს LIVE(ცოცხალ) რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ალბანეთს გადაასწრო.
ჯვაროსნებმა 7.72 ქულა მოიპოვეს და ჯამში 1378 ქულა გაუხდათ. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთთან მატჩის წინ საქართველოს 1361.41 ქულა ჰქონდა და 70-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. ახლა კი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 67-ე ადგილზე იმყოფება და იორდანიას მხოლოდ 0.3 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.
შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.