ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

WhoScored-მა ქოჩორა ერთა ლიგის B დივიზიონის სიმბოლურში შეიყვანა

WhoScored-მა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

გამოცემამ ალბანეთთან ჩატარებული მატჩისთვის ქოჩორას 8,12 დაუწერა. ყველაზე მაღალი შეფასება (10.0) სლოვენიელმა ბენჯამინ შეშკომ მიიღო, რომელმაც ყაზახეთთან მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

„საქართველომ ერთა ლიგის ახალ კამპანიაში ორიდან ორი მატჩი მოიგო, რისთვისაც მადლობას ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი იმსახურებს, რომელმაც ალბანეთს გამარჯვების გოლი გაუტანა“, - წერს გამოცემა ქოჩორაშვილზე.

WhoScored-ის ვერსიით, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ლევანტეს ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი შორეული, ულამაზესი დარტყმით აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება UEFA-სგან | ქოჩორას გასროლა ტურის საუკეთესო გოლებში მოხვდა
აღიარება UEFA-სგან | ქოჩორას გასროლა ტურის საუკეთესო გოლებში მოხვდა