„შონ ომალის IQ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“ - ტომ ასპინალის პროგნოზი
UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე დააფიქსირდა საკუთარი მოსაზრება.
რას ამბობს ასპინალი:
„სიმართლე გითხრათ, აქამდე შონ ომალის უნარებში ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ პიოტრ იანის წინააღმდეგ მან თავისი მტკიცე ხასიათი დაამტკიცა. ყველამ ვიცოდით, თუ რამდენად კარგი იყო იანი იმ დროისთვის. მახსოვს, მათი ბრძოლა საკმაოდ რთული და კონკურენტუნარიანი იყო, გამარჯვება კი შეიძლებოდა როგორც ერთი, ისე მეორე მებრძოლისთვის მიენიჭებინათ. მაგრამ ის პერსონაში, რომელიც შონმა აჩვენა, დაეხმარა მას შემდგომში ფანების სიმპათიის მოპოვებაში. სულ მცირე, მან ჩემი პატივისცემა მოიპოვა“.
„ვფიქრობ, მის ბრძოლის IQ გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. საქმე იმაშია, რომ შონი გადაწყვეტილებას ელვის სისწრაფით იღებს, თანაც ამას ბრწყინვალედ დიდი წნეხის ქვეშ აკეთებს. ამავე დროს, ის საკმაოდ მშვიდიცაა. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. მაგრამ არც ის გამიკვირდება, თუ მერაბი ბრძოლას მიწაზე გადაიყვანს და ბრძოლის ბედს იქ გადაწყვეტს“.
ცნობისთვის, ტომ ასპინალს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და მისი რეკორდი 15:3-ზეა.
სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.