საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით“ - ქოჩორაშვილის განცხადება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

რას წერს ქოჩორაშვილი:

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ.

როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.

სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრები სტუმრად გიორგი ქოჩორაშვილის გოლით დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 71-ე წუთზე, ეფექტური შორეული გასროლით აიღო.

საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთამდე, პირველ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოუგო.

ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ალბანეთის ნაკრებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფრე სამართლიანი იქნებოდა“ - სილვინიო საქართველოსთან მატჩზე
“ფრე სამართლიანი იქნებოდა“ - სილვინიო საქართველოსთან მატჩზე