მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მერაბი ბრწყინვალეა. მე მგავს და არასდროს ნებდება“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და P4P რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა და უპირატესობა ქართველ „მანქანას“ მიანიჭა.

რა თქვა ვოლკმა:

„დვალიშვილი ყოველთვის იხსნება? დიახ, ეს მართალია. ვფიქრობ, ამას ომალიც კარგად ხედავს, ის ეპიზოდებს ბრწყინვალედ კითხულობს და მისი მოძრაობები მერაბს დავალებებს ძალიან გაართულებს. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს დვალიშვილის მუდმივი ზეწოლა და მიწაზე გადაყვანის მცდელობები. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ის თავის მიზანს მიაღწევს, თუ რა თქმა უნდა, შონი მანამდე არ მოარტყამს ყბაში“.

„არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად კარგად მუშაობს შონი ფეხებით. თუ მერაბს ზურგიდან არ მოიშორებ და მის შუქს არ ჩააქრობ, დიდ პრობლემას შეგიქმნის. შონისთვის ეს ერთადერთი შანსია, რათა თავიდან აიცილოს დაუსრულებლად მიწაზე ყოფნა. მერაბის მსგავსი ბიჭების წინააღმდეგ ფსონის დადება ყოველთვის მიჭირს. ბოლოს და ბოლოს, ის ისეთივეა, როგორიც მე და ბევრი სხვა მებრძოლი, რომლებიც არასდროს ნებდებიან და მუდმივად სპორტდარბაზში ვარჯიშობენ. ამიტომ, ფსონს ალბათ, მერაბ დვალიშვილზე დავდებ“.

ცნობისთვის, ალექსანდერ ვოლკანოვსკი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს 4 წლის განმავლობაში ფლობდა და ტიტული მას ილია თოფურიამ ჩამოართვა. ავსტრალიელი მებრძოლი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევა.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს კარდიო მონსტრად აქცევს, მაგრამ სტრაიკინგში ძალიან გაუჭირდება“ - ბისპინგის პროგნოზი
„მერაბს კარდიო მონსტრად აქცევს, მაგრამ სტრაიკინგში ძალიან გაუჭირდება“ - ბისპინგის პროგნოზი