ემპოლი, საბა საზონოვი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

La Nazione: იუვეს წინააღმდეგ ემპოლის ძირითადში ან საზონოვს, ან გოგლიჩიძეს ვიხილავთ

იტალიური გამოცემა La Nazione-ს ცნობით, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩში „ემპოლის“ ძირითადში დიდი ალბათობით ან საბა საზონოვს, ან საბა გოგლიჩიძეს ვიხილავთ.

რას წერს გამოცემა:

„ემპოლი“ განაგრძობს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩისთვის მზადებას. სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს შეუერთდებიან ისმაილი, საზონოვი, გოგლიჩიძე და კაკაჩე. „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ მატჩს ძირითადში გოგლიჩიძესა და საზონოვს შორის ერთ-ერთი დაიწყებს, კიდევ ორი ცენტრალური მცველი კი დე შილიო და მარიანუჩი იქნებიან.

რაც შეეხება ფაცინის, რომელიც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში ყოფნისას დაშავდა, დიდი ალბათობით, ფორვარდის უკან სებასტიანო ესპოზიტო და ოლა სოლბაკენი ითამაშებენ, თუმცა არც იუსეფ მალეს ძირითადში გამოსვლა არის გამორიცხული".

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი 31 აგვისტოს „ბოლონიასთან'' შედგა, „ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა.

სერია A-ში ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ სანიოლმა გოგლიჩიძე მთავარ ნაკრებში გამოიძახა და ჩეხეთთან მატჩის მიწურულს მოედანზე გიორგი გველესიანის ნაცვლად შეუშვა.

რაც შეეხება საზონოვს, ის „ემპოლიში“ „ტორინოდან“ იჯარით გადავიდა, თუმცა ტოსკანურ კლუბში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. რამაზ სვანაძეს ის ახალგაზრდულ ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული - საბამ მოლდოვას წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, ნიდერლანდებთან მატჩში კი გუნდს ვირუსის გამო ვერ დაეხმარა.

„ემპოლი“-„იუვენტუსის“ მატჩი 14 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოგლიჩიძის ზღაპრული ისტორია“ | Il Tirreno-ს სტატია ქართველ მცველზე
„გოგლიჩიძის ზღაპრული ისტორია“ | Il Tirreno-ს სტატია ქართველ მცველზე