საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი ქოჩორაშვილი, ალბანეთის ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო ძლიერია, მაგრამ ერთ დონეზე ვართ“ - ალბანელი ფეხბურთელის შეფასება

უეფას ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ალბანეთი 1:0 დაამარცხა და B ლიგის პირველ ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, რომელმაც ეფექტური შორეული გასროლით შეძლო სტრაკოშას კარის აღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლილ მატჩზე ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ილბერ რამადანიმ ისაუბრა.

რას ამბობს რამადანი:

„რთული მატჩი გამოდგა. შეტევა გვინდოდა, მაგრამ მეტოქე თავს 5 მცველითა და 3 ნახევარმცველით იცავდა, რამაც ამოცანა გაგვირთულა. საქართველო ძალიან ძლიერია, ისევე როგორც ჩვენ. მართალია, დღეს ჩვენი დღე არ იყო, მაგრამ ჩვენ ერთ დონეზე ვართ“.

„როდესაც შეტევაში გადავდიოდით, მე კვარასთან ვრჩებოდი. მასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მემოძრავა. როდესაც ბურთი მას ჰქონდა, ის უპირატესობას ქმნიდა, რადგან ორი ან სამი კაცით ვიცავდით თავს, ამით კი სხვა ფეხბურთელებმა ისარგებლეს. ის ერთი შანსი, რომელიც მიეცათ, გამოიყენეს“.

საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთამდე, პირველ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოუგო.

ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ალბანეთის ნაკრებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალბანური მედია: სილვინიოს ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს
ალბანური მედია: სილვინიოს ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს