„ჰიმნზე სტვენა ლამაზი არ იყო“ - ფეხბურთელების კომენტარები
ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური შორეული გასროლით გაიტანა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს და ემოციებზე ისაუბრეს.
გიორგი ქოჩორაშვილი:
ხვიჩა კვარაცხელია:
გურამ კაშია:
გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე:
ლუკა ლოჩოშვილი:
საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთამდე, პირველ ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოუგო.
ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ქართველი ფეხბურთელები სტუმრად უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი საკუთარ კედლებში ალბანეთის ნაკრებს მიიღებენ.