„ჯერ მხოლოდ 26 წლისაა“ - დენა უაითი თანზილოვზე
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა Contender Series-ის დასრულების შემდეგ ოთარ თანზილოვის შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლი შეაქო.
რა თქვა უაითმა:
„ვფიქრობ, სამომავლოდ დაბრუნდება და შანსს კიდევ მიიღებს. ამ ბიჭს ახლა 9:1-ზე აქვს. ის დიდი ტალანტით არის დაჯილდოებული და ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. ახალგაზრდა ბიჭია“.
შეგახსენებთ, რომ გამთენიას, Dana White Contender Series-ზე ოთარ თანზილოვი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ ჯოსიას მუსასასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.