შოთა არველაძე, ტრაბზონსპორი, შენოლ გიუნეში
Aa
Aa

შოთა არველაძე ტრაბზონში? - რას ამბობს შენოლ გიუნეში

რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ტრაბზონსპორის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, შენოლ გიუნეშმა შოთა არველაძეს კლუბში მუშაობა შესთავაზა.

თურქული მედია ასევე წერს, რომ გიუნეშის მხრიდან შეთავაზების მიღების შემდეგ შოთას „ერთი წამითაც არ უფიქრია პასუხზე და მაშინვე დათანხმდა „ტრაბზონში“ დაბრუნებას“.

ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ „ტრაბზონის“ ახლად დანიშნულმა თავკაცმა მედიის კითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი კითხვა სწორედ არველაძის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეხებოდა.

„ჩვენ ასეთი საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია“, - განაცხადა გიუნეშმა.

კითხვაზე, მოითხოვა თუ არა მან საერთოდ სპორტული დირექტორის მოყვანა, გიუნეშმა განაცხადა:

„ჩვენ მოვიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „ტრაბზონს“ სჭირდება. სპორტული დირექტორის თაობაზე ჯერ არ გვისაუბრია. შესაძლოა საუბარია ტექნიკურ დირექტორზე, როგორც ეს მედიაში იწერება. შესაძლოა, ვინმე ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მოვიდეს, მაგრამ არა სპორტული დირექტორის პოზიციაზე“.

ცნობილია, რომ „ტრაბზონის’’ ლეგენდა გიუნეშის სამწვრთნელო შტაბში არ იმუშავებს. CrystalSport-ის ცნობით, თუ შეთანხმება შედგა, სავარაუდოდ არველაძე საფეხბურთო დირექტორი გახდება, რაც ნიშნავს, რომ გასახდელში შეეძლება ყოფნა, საწვრთნელ პროცესთან ახლოს იქნება, უფრო მეტად საფეხბურთო საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ცხადია, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კლუბი მკაფიოდ განმარტავს მის ფუნქციებს.

შოთა არველაძე 1993-94 და 1995-97 წლებში „ტრაბზონში’’ თამაშობდა. Transfermarkt-ის ცნობით, 123 თამაშში 79 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, თურქეთის თასი და სუპერ თასი მოიგო. საინტერესოა, რომ გიუნეშის მწვრთნელობისას არველაძემ 105 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი შეაგდო, შთამბეჭდავი სტატისტიკაა. 2015 წელს ქართველი სპეციალისტი „ტრაბზონს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაუბრუნდა, თუმცა ხანმოკლე მუშაობა წარუმატებელი გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: თავისუფალი თაობაა, სხვანაირად ფიქრობენ და აზროვნებენ
არველაძე: თავისუფალი თაობაა, სხვანაირად ფიქრობენ და აზროვნებენ