ჩეხეთმა უკრაინას მოუგო - ჯგუფში ლიდერი საქართველოა
ერთა ლიგის B ჯგუფში, სადაც ჩვენი ნაკრებიც თამაშობს, ჩეხეთი უკრაინას დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ჩეხმა ფეხბურთელმა სულცმა თამაშის პირველ ნახევარში დუბლი შეასრულა, მე-80 წუთზე კი ანგარიში სოუჩეკმა 3-მდე გაზარდა. შეხვედრაში უკრაინის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი გეორგი სუდაკოვი იყო.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა. ალბანეთი და ჩეხეთი 3-3 ქულით მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ, უკრაინა კი ბოლო პოზიციაზე.
შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.