ეროვნული ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა: „ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ“

ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ მედიას კომენტარი მისცა და მატჩი შეაფასა.

„ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა სახლში ფრთხილად ვიქნებით. ვფიქრობ, ალბანეთს ძლიერი გუნდი და მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ თავს კარგად ვიცავდით და კარგად ვთამაშობდით. ალბანეთი არის ნაკრები, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა შეუძლია, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჯგუფში არაა ფავორიტები, ეს დაბალანსებული ჯგუფია“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.

შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არასდროს არ უნდა დანებდე... ქოჩორას ემოციები მატჩის შემდეგ
არასდროს არ უნდა დანებდე... ქოჩორას ემოციები მატჩის შემდეგ