“ფრე სამართლიანი იქნებოდა“ - სილვინიო საქართველოსთან მატჩზე
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ლევანტეს ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი შორეული, ულამაზესი დარტყმით აიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სილვინიომ?
„საქართველოს კომპლიმენტს ვუძღვნი. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. სამწუხაროდ ერთი ბურთით წავაგეთ. ჩემს მოთამაშეებს ვაფასებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს.
გუნდით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, 24 ფეხბურთელიდან ყველას ვერ ვათამაშებ. საქართველო ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი გუნდია. კონკრეტული მიზანი ერთა ლიგაზე? რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა. ეს არის ფეხბურთი და მიზანი ყოველთვის წინსვლა უნდა იყოს. პირველ ტურში მოვიგეთ, დღეს ვერა."
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ. შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.