საქართველოს ეროვნული ნაკრები, მარაშ კუმბულა
Aa
Aa

კუმბულა: “გოლის მომენტში ჯარიმა უნდა აგვეღო“

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ლევანტეს ნახევარმცველმა სტრაკოშას კარი შორეული, ულამაზესი დარტყმით აიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ალბანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მარაშ კუმბულამ კომენტარი გააკეთა.

კუმბულა:

„ძალიან რთული თამაში იყო. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრ-შეტევებზე სახიფათო იყო. მათ ძლიერი შემტევები ჰყავთ. კარგი იქნებოდა, რომ გოლის მომენტში ჯარიმა აგვეღო. საერთო ჯამში, კარგი მატჩი გვქონდა. გულშემატკივრების გამო ვწუხვარ.

ჩემთვის თამაში ადვილი არ იყო, რადგან ტრავმა ცოტა ხნის წინ მოვიშუშე. ახლა ბედნიერი ვარ, რომ სათამაშო დრო მეძლევა. ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებული.“

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ. შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არასდროს არ უნდა დანებდე... ქოჩორას ემოციები მატჩის შემდეგ
არასდროს არ უნდა დანებდე... ქოჩორას ემოციები მატჩის შემდეგ