ეროვნული ნაკრები, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

არასდროს არ უნდა დანებდე... ქოჩორას ემოციები მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ახლა ძალიან დაღლილი ვარ, შევეცდები ძალები აღვიდგინო. დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ჩვენს დღეს საგულშემატკივროდ მოვიდა და იმ ხალხს, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა.

ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ არ ვჩერდებით, ვიცით, რომ 1 თვეში უკან მოგვიწევს დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში.

ალბათ ბავშვობაში რომ ეთქვათ, შეგეძლება გოლების გატანა ეროვნულ ნაკრებშიო, არავის დავუჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს არ უნდა დანებდე და ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.

მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა და ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე არც ჩემი გუნდელები“ - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.

შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალბანური მედია: სილვინიოს ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს
ალბანური მედია: სილვინიოს ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს