ალბანური მედია: სილვინიოს ბიჭებმა მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს
საქართველომ მიერ ალბანეთის დამარცხებას ალბანური მედია ეხმიანება და წერს, რომ ალბანეთი ჯგუში პირველობის შანსს კარგავს.
„თამაშში გადამწყვეტი გოლი 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და ტომას სტრაკოშა ადგილზე დატოვა. დარჩენილი წუთები სილვინიოს ბიჭებმა ვერ გამოიყენეს და „ეარ ალბანია“ დამარცხებულებმა დატოვეს“, - წერს NewsSport.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.
შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.