ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგის 3-პუნქტიანი გეგმა. რას მოითხოვს წითელი ეშმაკების თავკაცი

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა თამაშის გეგმა შეიმუშავა, რომელიც 3 პუნქტისგან შედგება.

როგორც Daily Mail-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, პირველ რიგში, ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელებს სთხოვს, რომ უფრო აგრესიულები იყვნენ, როგორც შეტევის ხაზზე, ისე თავდაცვის ხაზზე, რათა გაშვებული გოლების რაოდენობა შემცირდეს.

მეორე პუნქტის თანახმად, ტენ ჰაგს სურს, რომ „წითელი ეშმაკები“ უფრო მეტად ფლობდნენ ბურთს. 54 წლის მწვრთნელი მოითხოვს, რომ ფეხბურთელებმა უკეთ უნდა დაიცვან ბურთი იმისთვის, რომ თამაშზე კონტოლი შეინარჩუნონ.

მესამე პუნქტის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცს სურს, რომ ფეხბურთელებმა პოზიციურ თამაშში თავი უკეთესად გამოავლინონ.

ინგლისის ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ, ტენ ჰაგის გუნდმა 3 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილს იკავებს.

„იუნაიტედმა“ წინა სეზონი ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, 38 ტურში დაგროვებული 60 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური სათასო წარმატების ხარჯზე მოიპოვა, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.

ნიდერლანდელი მწვრთნელი „მანიუს“ სათავეში 2022 წლის 23 მაისს ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 114 მატჩიდან 66 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუნაიტედს დატოვებს? - კაზემიროს ფენერბახჩე ეპატიჟება
იუნაიტედს დატოვებს? - კაზემიროს ფენერბახჩე ეპატიჟება