დადებითი შედეგი საქართველოსთვის - მოლდოვამ შვედეთს ქულები დააკარგვინა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის დადებითი ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენებურების ჯგუფში ერთმანეთს შვედეთი და მოლდოვა ხვდებოდნენ. მატჩი ფრედ 0:0 დაფიქსირდა
ეს შედეგი კი რამაზ სვანაძის გუნდს ხელს აძლევს. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში საქართველო 16 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო შვედეთს მოლდოვასთან მატჩის შემდეგ 14 ქულა დაუგროვდა.
გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს და შვედეთს თანაბარი ქულები გაუხდებოდათ. ახლა კი სვანაძის ნაკრები უშუალო კონკურენტს 2 ქულით უსწრებს.
შემდეგ ტურში, 21-წლამდე ნაკრები სწორედ შვედეთს დაუპირისპირდება, თანაც სტუმრად. დღევანდელი მატჩის წყალობით, ფრე მისაღები შედეგი იქნება.
ახალგაზრდული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. ბოლო ტურში საქართველო ჩრდ.მაკედონიას უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.