ბელგია, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„ბელგია უკეთესი უნდა გახდეს“ - დე ბრუინი საკუთარი ნაკრების თამაშით იმედგაცრუებულია

ერთა ლიგაზე A2 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა, სადაც საფრანგეთმა ბელგია 2:0 დაამარცხა. შედეგის გამო, უკმაყოფილება ვერ დამალა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგია უკეთესი უნდა გახდეს.

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის განცხადებით, გუნდი ისეთი კარგი აღარ არის, როგორც 2018 წელს იყო.

„ვერ ვიტყვი, ზუსტად რა არ წავიდა კარგად. მე უკვე ველაპარაკე ჩემს გუნდს შესვენებაზე და ამის პრესისთვის გამეორება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ ყველაფერში. თუ სტანდარტი, რომლისკენაც ვისწრაფვით - ეს არის ვიყოთ უკეთესები, მაგრამ ჩვენ უკვე საკმარისად კარგები არ ვართ, რათა ამ დონეს მივაღწიოთ, მაშინ ყველაფრის გაღება მოგვიწევს. თუ ამასაც არ გავაკეთებთ - ყველაფერი დასრულებულია. მე შემიძლია შევეგუო იმას, რომ ისეთი კარგები აღარ ვართ, როგორც 2018 წელს, მაგრამ ვერ შევეგუები იმას, თუ როგორ ვითამაშეთ დღეს“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

თავის მხრივ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტადესკომ თქვა, რომ ესმის, თუ რატომ არის დე ბრუინი თამაშით იმედგაცრუებული:

„ის ჩვენი კაპიტანია და გამარჯვებულის უდიდესი მენტალიტეტი აქვს, სწორედ ამიტომ აქვს ასეთი ემოციური რეაქცია“.

მედიაში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ელაპარაკება დე ბრუინი ნაკრების სპორტულ დირექტორს, შემდეგ კი კილიან მბაპესთან მიდის, სადაც ამბობს: „მე მივდივარ“.

დე ბრუინი 2017 წლიდან „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობს და კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ამ კლუბში გაატარა, რადგან 6-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი, 2-ჯერ კომუნითი შილდსი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბელგიის ნაკრებში გამართულ 105 მატჩში კი მის ანგარიშზე 28 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფული საკმარისზე მეტი მაქვს“ - დე ბრუინმა ჭორებს წერტილი დაუსვა
“ფული საკმარისზე მეტი მაქვს“ - დე ბრუინმა ჭორებს წერტილი დაუსვა