იტალიური მედია: “ხვიჩას ტრანსფერი? ნაპოლის ძალიან გაუმართლა“
ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ისე ხშირად აღარ თამაშობს, როგორც ამას ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობის დროს აკეთებდა.
მეტიც, ვილი სანიოლმა მას ნაკრებში ახალი როლი მოუძებნა და ხშირად ნაპოლის შემტევი ცენტრისკენ შეწეული გვევლინება. ფრანგ სპეციალისტს არც ანტონიო კონტე ჩამორჩა და მიმდინარე სეზონში ხვიჩას ხშირად ათამაშებს 10-იანის პოზიციაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიური გამოცემა TuttoNapoli წერს.
TuttoNapoli:
„ნაპოლისთვის 10-ნომრიანი მაისური ისეთი საკულტო რამ არის, რომ მას ასე ადვილად ვერავინ შეეხება. მიუხედავად ამისა, არსებობს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ტრანსფერშიც პარტენოპეის ძალიან გაუმართლა. მაგალითად, ანტონიო კონტე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მის გაყიდვას.
იტალიელის ხელმძღვანელობით კვარაცხელია ხშირად თამაშობს 10-იანის პოზიციაზე. ამის ნათელი მაგალითი საქართველოს ნაკრების მატჩია ჩეხეთის წინააღმდეგ, სადაც ის ვილი სანიოლმა ცენტრისკენ შესწია. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას 77-ნომრიანი მაისური აცვია, მაგრამ ათიანივით თამაშობს. ამას დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებიც ადასტურებენ.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, რომ კვარამ ჩეხეთის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გახსნა და შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა.