ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

რენის ჩელენჯერი - ბასილაშვილმა ვისკანდტი დაამარცხა, წინ მანარინოა

რენის ჩელენჯერის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ მაქს ვისკანდტს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:4 3:6 6:3 დაამარცხა.

პირველ სეტში ბასილაშვილს აშკარად უპირატესობა ჰქონდა და რამდენიმე ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა, თუმცა მეხუთე გეიმში მეტოქის ჩაწოდება 0-ზე მოიგო. ამის შემდეგ, გერმანელს ბრეიკ პოინტიც კი აღარ ჰქონდა.

მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, შემდეგ მოდუნდა და 2-ჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება.

მესამე გადამწყვეტ სეტში ვისკანდტმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა იაქტიურა და უკუბრეიკი დააფიქსირა.

აშკარა იყო, რომ ნიკოლოზი გაცილებით უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. მეექვსე გეიმში მეტოქის ჩაწოდება მოიგო, წინ გავიდა და მატჩის მოგების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

ცნობისთვის, შემდეგ წრეში ბასილაშვილი რენის ჩელენჯერზე პირველ ნომრად განთესილ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო - გორგოძე ბუქარესტის ჩელენჯერზე ითამაშებს
საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო - გორგოძე ბუქარესტის ჩელენჯერზე ითამაშებს