რონალდუმ ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
კრიშტიანუ რონალდუს თქმით, მადრიდის „რეალი“ ისტორიაში საუკეთესო კლუბია. ამის შესახებ სამეფო გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა თავის იუთუბ-არხზე, რიო ფერდინანდთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„მე მიყვარს მადრიდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იქ თამაშით. მე კლუბის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი, მოვიგე 4 ჩემპიონთა ლიგა. ეს სასიამოვნო იყო“, - თქვა რონალდუმ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „რეალში“ 9 წელი გაატარა, 450 გოლი გაიტანა და 131 ასისტი მიითვალა.
39 წლის რონალდუ ამჟამად „ალ ნასრში“ თამაშობს, სადაც ის 2022 წელს გადავიდა.