კალაძე: როცა „დინამო არენას“ ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ჩვენ ხელს შევუწყობთ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როცა „დინამო არენას“ ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, მერია მას ხელს შეუწყობს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს. პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი საშინაო მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩაატარა. ოფიციალური ინფორმაციით, „დინამო არენას“ პირველი იარუსი დაზიანებულია და მას რეკონსტრუქცია სჭირდება.