ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, მაქს ჰოლოუეი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

ომალის მწვრთნელი: „მერაბის შემდეგ ილიას ჯერია, მაგრამ ჰოლოუეი მოიგებს“

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „შუგას“ მერაბ დვალიშვილთან გამარჯვების შემთხვევაში, „მატადორის“ მომდევნო მეტოქედ ხედავს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ თოფურია მაქს ჰოლოუეის დამარცხებას ვერ შეძლებს.

ტიმ უელჩი:

„ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ თოფურიას ბრძოლა ვნახე და ის ნამდვილად ძალიან კარგია. მას მხრები იმდენად მაღლა აქვს, რომ მეტოქესთან კარგად მიახლოების შესაძლებლობას აძლევს. როდესაც მუშტს ურტყამს, საპასუხო დარტყმას იცილებს და შემდეგ კონტრმუშტს კარგად ახვედრებს“.

„ის ძლიერია და ჭკვიანურად იბრძვის, მაგრამ მაღალი არ არის, რაც მასზე დიდ მებრძოლებთან პრობლემას შეუქმნის. საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ჰოლოუეი მოიგებს. მას შორი დისტანციიდან ბრძოლა შეუძლია და ამის გამო, თოფურია ბევრ დარტყმას გაატარებს. მგონია, რომ მაქსი მის დამარცხებას შეძლებს“.

„მაგრამ თუ თოფურია მოიგებს, ჩვენ მასთან ბრძოლაზე დავიწყებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ“.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, შონ ომალი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის დაუპირისპირდება, 26 ოქტომბერს კი ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდოდა, რომ ქურთუკი მის ცხვირზე დამეკიდა“ - ომალიმ ქურთუკის ისტორია გაიხსენა
„მინდოდა, რომ ქურთუკი მის ცხვირზე დამეკიდა“ - ომალიმ ქურთუკის ისტორია გაიხსენა