ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, გაეტანო ფედელე
Aa
Aa

„ნაპოლისთან კონტრაქტის განახლება ძალიან რთულია, მაგრამ...“ - იტალიელი აგენტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო შექმნილ გარემოებებზე ისაუბრა და ასევე, ვიქტორ ოსიმენიც გააკრიტიკა, რომელმაც „ნაპოლი“ დამშვიდობების გარეშე დატოვა.

რას ამბობს ფედელე:

„ნაპოლისთან კონტრაქტის განახლება საკმაოდ რთული პროცედურაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მანას მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხვიჩასთან ხელშეკრულების გაგრძელება იყო და მნიშვნელოვანია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ქართველი შეინარჩუნა. ახლა კი მოლაპარაკებები სწორად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი თავის მიზანს მიაღწევს. ახლა მოლაპარაკებების 80% უკვე გავლილია და ერთი ეტაპი დარჩა - კონტრაქტზე ხელის მოწერა, მაგრამ ვიცი, თუ როგორი რთულია „ნაპოლისთან“ ამის გაკეთება“.

„რაც შეეხება ოსიმენს, ვფიქრობ, მისი საქციელი სწორი არ იყო. ნიგერიელს წასვლის შემდეგ გამოსამშვიდობებელი განცხადება უნდა გაევრცელებინა, რადგან როგორც მან გააკეთა კლუბისთვის ბევრი რამ, ასევე გუნდმაც მას ბევრი კარგი მისცა. ველოდი, რომ ის სოციალურ ქსელში რამეს დაწერდა“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ოსიმენს, „ნაპოლიმ“ ნიგერიელი ფორვარდი იჯარის წესით „გალათასარაიში“ გაუშვა და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ მას რომელიმე კლუბში გაყიდის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია