ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა

იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულში საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მილანის „ინტერის“ ფორვარდი, ლაუტარო მარტინესია, რომელსაც გამოცემა 110 მილიონ ევროდ აფასებს.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 110 მილიონი ევრო
  2. რაფაელ ლეაუ („მილანი“) – 90 მილიონი ევრო
  3. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 80 მილიონი ევრო
  4. დუგლას ლუისი („იუვენტუსი“) – 70 მილიონი ევრო
  5. ჯორჯიო სკალვინი („ატალანტა“) – 45 მილიონი ევრო
  6. იოჰან გუდმუნდსონი („ფიორენტინა“) – 35 მილიონი ევრო
  7. არტემ დოვბიკი („რომა“) – 35 მილიონი ევრო
  8. მატეო გენდუზი („ლაციო“) – 25 მილიონი ევრო
  9. პერ სხუურსი („ტორინო“) – 25 მილიონი ევრო
  10. ლუის ფერგიუსონი („ბოლონია“) – 24 მილიონი ევრო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია