მერაბ დვალიშვილი, მაიკლ ბისპინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბს კარდიო მონსტრად აქცევს, მაგრამ სტრაიკინგში ძალიან გაუჭირდება“ - ბისპინგის პროგნოზი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამავე ორგანიზაციის კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა TNT Sports-ის ეთერში მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის შესახებ ისაუბრა და საკუთარი მოლოდინები გააზიარა.

რას ამბობს ბისპინგი:

„ყველამ იცის „შუგა“ შონ ომალი. ვარსკვლავების ამაღლება საოცარი სანახაობაა. მან ყველა ტესტი ნელა, მაგრამ აუღელვებლად გაიარა და ყოველ ჯერზე უკეთესი ხდება. ჯერ ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა, შემდეგ კი საჩემპიონო ბრძოლა ალჯამეინ სტერლინგს მოუგო. ორივესთან საქმე იდეალურად შეასრულა. შემდეგ კი მარლონ ვერას წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ბრძოლა აჩვენა, სადაც ხუთი რაუნდის განმავლობაში დომინირებდა. ეს ადამიანი ფენომენალურია და მუდმივად უმჯობესდება. ვარკსვლავი ამოდის, უნარები უმჯობესდება და თავდაჯერებაც იზრდება“.

„მერაბ დვალიშვილი? ის არის ბიჭი, რომელიც ქაღალდებზე ომალისთვის შესაძლოა, ყველაზე სახიფათო იყოს. უფრო დაბალი ბიჭი, რომელსაც რეალურად არ შეუძლია სტრაიკინგში წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როდესაც საქმე ზეწოლას და ჭიდაობას ეხება, ის ამაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი კარდიო ყველაზე დიდი იარაღია, რაც მას მონსტრად აქცევს“.

„ვნახეთ, როგორ დაამარცხა ჰენრი სეხუდო, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი. მერაბმა მას ფაქტობრივად, თავისსავე მოედანზე მოუგო. იგივე გააკეთა მან სხვა მებრძოლების წინააღმდეგაც. მისი კარდიო ფენომენალურია, მაგრამ ეს ხუთ რაუნდზე ვრცელდება. მას ფეხში შესვლა და ომალის ხელში ჩაგდება მოუწევს, რაც მარტივი არ იქნება. წინასწარ არავინ იცის რა მოხდება. მერაბს დარტყმებში გაუჭირდება, რის გამოც, გარეგნულად ეს მერაბისთვის ძალიან, ძალიან რთული გამოცდა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი მოიგებს“ - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი
„დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი მოიგებს“ - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი