„მინდოდა, რომ ქურთუკი მის ცხვირზე დამეკიდა“ - ომალიმ ქურთუკის ისტორია გაიხსენა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ TMZ Sport-თან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქურთუკთან დაკავშირებული სცენა გაიხსენა.
რა თქვა ომალიმ:
„მერაბს ჩემი ქურთუკი არ მოუპარავს, ინტერნეტში ამის ამსახველ ვიდეოს უბრალოდ ვერ ნახავთ. ერთადერთი, რასაც ნახავთ, ისაა, რომ ჩემი ქურთუკი მას ჩემივე ხელით მივაწოდე, მეგონა, რომ ქურთუკის დამჭერი იყო. მეგონა, UFC-ის ეცოდინებოდა, რომ ქურთუკს გავიხდიდი და ისეთ პიროვნებას გამომიყოფდა, რომელიც ამას დაიჭერდა. მერაბი კარის კაცს ჰგავს, ქურთუკი გავიხადე და მას მივეცი, მას უზარმაზარი ცხვირი აქვს და მინდოდა ქურთუკი მის ცხვირზე დამეკიდა. შემდეგ კი ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, თითქოს მერაბმა ჩემი ქურთუკი მოიპარა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან გაიმართება.