დენა უაითმა ყველა დროის ოთხი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა ESPN-თან ინტერვიუში ყველა დროის ოთხი საუკეთესო მებრძოლი დაასახელა.
„პირველ რიგში, ჯონ ჯონსი. ასევე რონდა როუზი - ქალები არ იჩხუბებდნენ UFC-ში, რომ არა რონდა. ასევე ჟორჟ სენ-პიერი და, რა თქმა უნდა, კონორ მაკგრეგორი - მან გლობალურად შეცვალა სპორტის ეს სახეობა და ის ახალ საფეხურზე აიყვანა“.
აღსანიშნავია, რომ 37 წლის როუზიმ და 41 წლის სენ-პიერმა კარიერა უკვე დაასრულეს. 37 წლის ჯონ ჯონსი მძიმე წონაში მოქმედი ჩემპიონია და ნოემბერში, UFC309-ზე ქამარს სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლაში დაიცავს, რის შემდეგაც კარიერის დასრულებას გეგმავს.
რაც შეეხება მაკგრეგორს, ის ოქტაგონში სამწლიანი შესვენების შემდეგ ივნისში მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა თითი მოიტეხა და მისი შემდეგი ბრძოლის თარიღი ამჟამად უცნობია.