მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი მოიგებს“ - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი

შაბათს, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდება. მოახლოებულ ბრძოლაზე საკუთარი პროგნოზი მერაბის ყოფილმა მეტოქემ და UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრაში ქართველი „მანქანა“ გაიმარჯვებს.

რას ამბობს სეხუდო:

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული მერაბი იქნება. ომალის საწვრთნელ ბანაკზე გარკვეული ინფორმაცია მაქვს, ვიცი, როგორც მიდის... მან არ იცის როგორ დააღწიოს თავი მერაბის ზეწოლას. ჩემი სამი სპარინგპარტნიორი იმყოფებოდა მასთან და ყველამ ერთი და იგივე მითხრა“.

„ასე ხდება, როდესაც ერთ ქალაქში ვცხოვრობთ... ყველა ერთმანეთს იცნობს... ყველა ამბობს, რომ ეს მერაბისთვის სამოთხეში მიღებული ბრძოლაა, რადგან ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ის ამ შეხვედრაში გამარჯვებული იქნება“.

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა 15 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათიდან UFC 306-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოცდილია და კარგი ნიკაპი აქვს, მაგრამ...“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა
„გამოცდილია და კარგი ნიკაპი აქვს, მაგრამ...“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა