ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მისი პროფესიონალიზმი დასაფასებელია | იტალიელი ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე

იტალიელი ჟურნალისტი როსარიო პასტორე „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება და მოუწოდებს „პართენოპეის“ კვარასთან კონტრაქტი რაც შეიძლება სწრაფად გაახანგრძლივონ.

როსარიო პასტორე:

„იმედია, არ განმეორდება ის, რაც წარსულში ოსიმენთან დაკავშირებით მოხდა. ნათელია, რომ „ნაპოლი“ კვარას საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს, ამიტომ აუცილებელია შეთანხმების დროულად მიღწევა.

ახალგაზრდა ქართველს უნდა დაუფასდეს ის თავაზიანი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, რომელსაც ის კლუბის მიმართ ავლენს. ამ ასპექტში კვარა სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავდება.

არსებული სიტუაცია სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, რათა გაურკვევლობამ მოლაპარაკებების წარმატების დასრულებას ხელი არ შეუშალოს“.

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლი“ ქართველ ფეხბურთელს 2029 წლამდე გუნდში დარჩენას და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს, რაც სიტუაციას ართულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია
კვარევოლუცია: ის თამაშობს როგორც 10 ნომერი, მარადონას კურთხევით | იტალიური მედია