სერხიო რამოსი, ვასკო და გამა
Aa
Aa

რამოსს ბრაზილიური კლუბი იწვევს - პრობლემა ესპანელის მაღალი ხელფასია

ესპანელი მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა ბრაზილიურ „ვასკო და გამას“ შეუერთდეს. ამის შესახებ კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, ედმუნდომ განაცხადა.

„რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრები ერთ-ერთი ცნობილი აგენტი დაუკავშირდა კლუბს და სერხიო რამოსის დამატება შესთავაზა. დაიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ ესპანელმა ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა.

რა თქმა უნდა, რამოსის ტრანსფერი ფანტასტიკა იქნებოდა, ის ვარჯიშობს და კარიერის გაგრძელება სურს, მაგრამ ასეთი ხელფასის მოთხოვნა უბრალოდ აბსურდია“, - აღნიშნა ედმუნდომ.

38 წლის სერხიო რამოსი ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში ის „სევილიაში“ თამაშობდა და ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურამ გიორბელიძე ერზურუმსპორში გადავიდა
გურამ გიორბელიძე ერზურუმსპორში გადავიდა