გიორგი ათაბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
Aa
Aa

„ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია“ - ჭრიკიშვილი ქართულ ძიუდოზე

28 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართება. ფედერაციის, რომელიც ბოლო წლების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაბამისად, უმრავლესობა თვლის, რომ გიორგი ათაბეგაშვილი და მისი გუნდი საქმეს ღირსეულად უძღვება, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც საპირისპირო აზრი აქვთ. მათ შორისაა ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც Crystalsport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

არ ვამბობ, რომ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ცუდად მუშაობს, პირიქით - შედეგები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თუმცა, ჩემი აზრით, სიახლე და ახალი სისხლი ყოველთვის აუცილებელია.

ლაშა შავდათუაშვილი არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ძიუდოს ლეგენდაა და რამდენიმე წელიწადში კარიერას რომ დაასრულებს, რა ქნას? სად წავიდეს? იგივეს თქმა შემიძლია გურამ თუშიშვილზეც, რომელიც ალბათ რამდენიმე წელიწადში აქტიური სპორტიდან წავა.

შავდათუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა, ისტორიაში შევიდა და ქართული ძიუდო უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ათაბეგაშვილმა რა გააკეთა? სადმე უჭიდავია, ან ძიუდოსთან რითი ასოცირდება?

„შავის“ და „თუშის“ გარდა, არის ბევრი ლეგენდა, რომელიც უსაქმოდ ზის, არადა ქართული ძიუდოსთვის სარგებლის მოტანა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ვამბობ, სულ ერთი შემადგენლობა სათავეში არ უნდა იყოს და შანსი სხვებსაც უნდა მიეცეთ.

გურამ თუშიშვილის ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია უსამართლოა, რადგან თუ დასჯა უნდოდათ, მის მსგავსად, ტედი რინერიც უნდა დასჯილიყო. თუმცა, წელს დიდი ტურნირები აღარ არის და გურამს ძალების აღსადგენად 6-თვიანი პაუზა შეიძლება ისედაც აეღო, ამიტომაც აპელაცია საჭირო არ არის.

ამჟამად, ჭრიკიშვილი ქვემო ქართლში მწვრთნელად მუშაობს. რეგიონში ძიუდოს 27 დარბაზია და გიორგი შინჯიკაშვილის პროექტის ფარგლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მასტერკლასებს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფედერაციის ხელმძღვანელობა ცვლილებას არ საჭიროებს“ - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან
“ფედერაციის ხელმძღვანელობა ცვლილებას არ საჭიროებს“ - ინტერვიუ ლაშა გუჯეჯიანთან