ვისამ ბენ იედერი
Aa
Aa

ისევ სექსუალური ძალადობა - ბენ იედერს სასამართლო ელის

34 წლის ფრანგი ფეხბურთელი ვისამ ბენ იედერი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. „მონაკოს“ 34 წლის კაპიტანი შაბათს, ღამის 3 საათზე, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა. თუმცა, მისი დაპატიმრების მიზეზი არა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, არამედ 23 წლის გოგონას მიერ შეტანილი საჩივარი გახლდათ, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

მსხვერპლის თქმით, ფეხბურთელმა მასზე ძალა მანქანაში იხმარა, თუმცა გამოქცევა მოახერხა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. სამართალდამცავებმა ბენ იედერი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს არ ემორჩილებოდა და ძალის გამოყენება გახდა საჭირო.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა წარუმატებლად მოითხოვა. თუმცა, ახლა ბენ იედერი მკაცრი სასამართლო კონტროლის ქვეშ იმყოფება: მას ეკრძალება საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე  სახლიდან გასვლა, სასმელების დაწესებულებებსა და ღამის კლუბებში შესვლა და მსხვერპლთან კონტაქტის დამყარება. ის ასევე ვალდებულია კვირაში ორჯერ გამოცხადდეს და გაიაროს მკურნალობა დაწესებულებაში, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები დადიან.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოს“ კაპიტანს გაუპატიურებაში 2023 წლის აგვისტოშიც ადანაშაულებდნენ, თუმცა 900-ათას ევროიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან თავის დაძვრენა მოახერხა. რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას ამჯერად, უახლოეს მომავალში, კერძოდ კი 15 ოქტომბერს გასამართ სასამართლო მოსმენაზე გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება | ბენ იედერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება | ბენ იედერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია