ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ალბანეთის ნაკრები, კრისტიან ასლანი
Aa
Aa

„კვარასთან ორმაგი დაცვით უნდა ვითამაშოთ, ძალიან სახიფათოა“ - ასლანი

ხვალ, ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა, კრისტიან ასლანიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ასლანიმ:

„ამ მატჩს ორივე გუნდი მოგებით ხვდება. მათ ჩეხებს დიდი ანგარიშით მოუგეს. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ჩვენი გულშემატკივრების თანდასწრებით მოგვიწევს თამაში. საქართველო დიდი გუნდია, ზრდადი და პროგრესირებადი, ისევე როგორც ჩვენ. უკრაინასთან კარგად ვითამაშეთ და იმედი გვაქვს ქულების აღებას ამ მატჩშიც შევძლებთ“.

„ფეხბურთელებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა გვაქვს. გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგად უნდა ვითამაშოთ გულშემატკივრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში დონე საგრძნობლად ავწიეთ. გასული წელი ალბანეთისთვის ძალიან კარგი იყო, წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ახლა ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მიზანი გვაქვს - პირველი ადგილის დაკავება“.

„გუნდი ახლაც იზრდება და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, მაგრამ ახლა ყველა საქართველოსთან თამაშზეა კონცენტრირებული“.

„როგორც გითხარით, საქართველო პროგრესირებადი გუნდია. კვარას წინააღმდეგ სერია A-ში მომიწია თამაში და ძლიერი მოთამაშეა. „ნაპოლიში“ ძალიან კარგად მუშაობს. კვარას პატივს ვცემთ და მის წინააღმდეგ დიდი ყურადღებაა საჭირო. მასთან ორმაგი დაცვით უნდა ვითამაშოთ, რადგან ეპიზოდის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია“.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ტირანაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ერთად ძლიერი, მაგრამ არაუძლეველი საქართველოს წინააღმდეგ“ - ალბანელების მოწოდება
„ყველა ერთად ძლიერი, მაგრამ არაუძლეველი საქართველოს წინააღმდეგ“ - ალბანელების მოწოდება