საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, სილვინიო, ალბანეთის ნაკრები, კრისტიან ასლანი
Aa
Aa

„საქართველო მხოლოდ კვარა არაა, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს“ - ალბანელები მატჩის წინ

ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ და ფეხბურთელმა, კრისტიან ასლანიმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

სილვინიო:

„ორი წლის წინ ფრე და ხვალინდელი მატჩი: ორივე გუნდი შეიცვალა და რთული თამაში გველის. საქართველოს ნაკრებს ბევრი ძლიერი მხარე აქვს და კარგი მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის“.

„როგორც საქართველოს ნაკრებს, ისე ჩვენც ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი პროგრესი ვაჩვენეთ და ხვალ კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს“.

„უკრაინასთან გამარჯვებით ჩვენ მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ და არ ნიშნავს, რომ რამე გადაწყდა. თითოეული მატჩის მოგება მნიშვნელოვანია, რათა ამ ჯგუფში წარმატებას მივაღწიოთ“.

„თანაბარი ჯგუფია და ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებული მცირე უპირატესობას შეიქმნის, მაგრამ წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია. ნოემბერში გავიგებთ, შევძლებთ თუ არა მიზნის მიღწევას“.

„კვარაცხელია? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ტოპ დონის, მაგრამ საქართველო მხოლოდ კვარა არ არის, მეტოქეს ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს“.

ასლანი:

„საქართველოს დიდებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრები პროგრესირებს, სწორ გზაზე დგას და ბოლო პერიოდში კარგი შედეგები აჩვენა. მათ შეჩერებას ვეცდებით“.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ტირანაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ერთად ძლიერი, მაგრამ არაუძლეველი საქართველოს წინააღმდეგ“ - ალბანელების მოწოდება
„ყველა ერთად ძლიერი, მაგრამ არაუძლეველი საქართველოს წინააღმდეგ“ - ალბანელების მოწოდება