ნიკოლოზ ამაშუკელი
Aa
Aa

„მსოფლიოს ტოპ-სამეულის წევრად მთვლიან“ - ინტერვიუ ნიკოლოზ ამაშუკელთან

28 სექტემბერს რაგბის ყველაზე ცნობილი ქართველი არბიტრი ნიკოლოზ ამაშუკელი მორიგ საპასუხისმგებლო მატჩს გაუძღვება. რაგბი ჩემპიონშიპის მეექვსე ტურში ველიგტონში ახალი ზელანდია და ავსტრალია ბლედი სლოუს თასს გაითამაშებენ და მთავარი რეფერი სწორედ ამაშუკელი იქნება, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში როგორც საკუთარ საქმიანობაზე, ასევე ქართულ რაგბიში შექმნილ რეალობაზე ისაუბრა.

ნიკოლოზ ამაშუკელი

თავს არ ვიქებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, როდესაც მსგავსი დონის მატჩებს მანდობენ, აღარ მიკვირს, რადგან ხელმძღვანელებმა მაცნობეს, რომ ისინი რაგბის მსოფლიო არბიტრებს შორის ტოპ-სამეულის წევრად მთვლიან და მითხრეს, რომ თავიდან უნდა ამოვიგდო ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მსაჯი ვარ.

მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელებს ჩემში ყველაზე მეტად მოსწონთ ის ფაქტი, რომ წნეხთან გამკლავება არ მიჭირს და საჭიროების შემთხვევაში მოვლენების ცივსისხლიანად განსჯაც შემიძლია. მეამაყება ის ფაქტი, რომ ჩემი მაგალითის შემხედვარე, საქართველოში ამ პროფესიის მიმართ დამოკიდებულება ყველას შეეცვალა.

მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ და გამოვიჩენ ისეთივე ძალისხმევას, როგორსაც აქამდე ვიჩენდი. მერწმუნეთ ასეთ დონეზე მისასვლელად იმაზე არანაკლები შრომაა ჩადებული, რასაც სპორტსმენები ამა თუ იმ ტურნირისთვის, ან თუნდაც ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად დებენ.

რაც შეეხება სანაკრებო თემას, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ისევ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ივლისისა და ნოემბრის ტესტები მსოფლიოს თასთან ერთად, ჩვენთვის ფუფუნების საგნად ითვლება. მე პირადად ივლისში ქართველი მორაგბეების ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი, რადგან იაპონია დავამარცხეთ და ავსტრალიასთან ლამაზი ლელოები დავდეთ.

რიჩარდ კოკერილსა და მის სამწვრთნელო შტაბს თავდაპირველად მართლაც გაუჭირდა დადებითი შედეგების ჩვენება, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ახალ სისტემასთან შესაგუებლად მორაგბეებს გარკვეული დრო აუცილებლად სჭირდებოდათ.

ცნობისათვის, ბლედისლოუს თასი, რომლის გადამწყვეტ მატჩშაც 29 წლის ქართველი არბიტრი გაუძღვება, შორეული 1930 წლიდან თამაშდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: დავით ნინიაშვილი ლიონში ბოლო სეზონს ატარებს
ფრანგული მედია: დავით ნინიაშვილი ლიონში ბოლო სეზონს ატარებს