„მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია“ - მამარდაშვილი ალბანეთთან მატჩამდე
სამშაბათს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გიორგი მამარდაშვილი:
„ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია და მეტოქეს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მაგრამ ჩვენ თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ისევე როგორც ალბანელებმა, ჩვენც ძალიან კარგად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე“.
„ალბანეთის ნაკრებთან დებიუტზე: მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა. ვეცდები ხვალაც კარგად ვითამაშო“.
„მსოფლიო ჩემპიონატი? ვფიქრობ, მუნდიალზე გასვლა შეგვიძლია, ამას ლოგიკურად ვხედავ. რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, ჩემი თანაგუნდელების თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებდა“.
„ქომაგებთან ერთად ზეიმი? ეს იყო ჩემგან ერთგვარი მადლობის ნიშანი მათ მიმართ. რომ არა ისინი, ჩვენ ასე კარგად ვერ ვითამაშებდით და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც ვერ გავსულიყავით. მათ დაიმსახურეს ეს წარმატება. გულშემატკივარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.