ლიონი, დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ფრანგული მედია: დავით ნინიაშვილი ლიონში ბოლო სეზონს ატარებს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დავით ნინიაშვილს ლიონთან კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით გუნდიდან წავა.

ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Midi Olympique წერს და აღნიშნავს, რომ ლიონს ნინიაშვილთან დამშვიდობება მოუწევს და ამას კლუბი უნდა შეეგუოს.

წყაროს ცნობით, ქართველის გადაბირება ლა როშელს სურს და არის საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ მომავალ სეზონში ნინიაშვილი სწორედ ლა როშელში გადავა.

აღსანიშნავია, რომ დავითის საკუთარ რიგებში ხილვით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც ტულუზი და ტულონი არიან, მაგრამ ყველაზე რეალური ვარიანტი ლა როშელია.

სულ ცოტა ხნის წინ, ქართველის მომავლის შესახებ ლიონის პრეზიდენტმა, იან რუბერმა ისაუბრა:

„დავით ნინიაშვილს განახლებული კონტრაქტი შევთავაზეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ იდეალურია. ამის მეტი არაფერი შეგვიძლია, რადგან კლუბზე მაღლა არცერთი მოთამაშე დგას.“

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი ლიონში 2021 წლიდან თამაშობს. იქამდე კი თბილისის ხვამლის ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კილასონია: „ქართული რაგბის წარმატება შავ ლომზე გადის“
კილასონია: „ქართული რაგბის წარმატება შავ ლომზე გადის“