მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯო როგანი
Aa
Aa

„მერაბი მონსტრია, საოცარი ტემპი აქვს“ - ჯო როგანი ომალი-დვალიშვილის ბრძოლაზე

UFC-იმ ცნობილი ცნობილი პოდკასტერისა და კომენტატორის, ჯო როგანის ანალიზი გაავრცელა, რომელშიც მერაბ დვალიშვილის შესახებ საუბრობს. როგანი „მანქანას“ ძლიერ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შონ ომალის ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ ურთულესი გამოცდა ელის.

რას ამბობს ჯო როგანი:

„მერაბ დვალიშვილს საოცარი ტემპი აქვს, ეს მისი საუკეთესო იარაღია. გამარჯვებისადმი, მისი მსგავსი ლტოლვა და სურვილი არავის აქვს. ეს ბიჭი ყველასთვის დიდი პრობლემაა, რადგან არასდროს იღლება. მისი კარდიო სულ სხვა დონეზეა“.

„სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ყველა ხედავს მერაბის სიძლიერეს, ის კოშმარია. მაგრამ ომალისაც შეუძლია ბრძოლა, ის სნაიპერია, ველური ბავშვი... მერაბი კი აბსოლუტური მონსტრია. საინტერესო იქნება, როგორც გამოიყენებს შონი მისი დარტყმის სიჩქარეს მერაბის წინააღმდეგ“.

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, UFC 306-ზე ლას ვეგასში გაიმართება. ქართველი „მანქანა“ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ქამარს დაეუფლება და საქართველოს ისტორიაში, ილია თოფურიას შემდეგ UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოცდილია და კარგი ნიკაპი აქვს, მაგრამ...“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა
„გამოცდილია და კარგი ნიკაპი აქვს, მაგრამ...“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა