ვიქტორ ოსიმენი, ჯონ ობი მიკელი
Aa
Aa

„ვიცი, რაც მოხდა“ | ჯონ ობი მიკელი ოსიმენის ტრანსფერზე

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ობი მიკელმა ისაუბრა, თუ რატომ ჩაიშალა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი „ჩელსიში“.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „ნაპოლი“ და „ჩელსი“ ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ნიგერიელი ფორვარდი „გალათასარაიში“ გადავიდა.

„ვიცი, რა უნდოდა ვიქტორს. ვიცი, რას სთავაზობდა კლუბი, ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წასულიყო. მცირე დეტალები იყო შესათანხმებელი, რაზეც მოლაპარაკებები ვერ მოხერხდა და მხარეებს უკვე დრო აღარ ჰყოფნიდათ. ოსიმენი იმედგაცრუებული იყო, რომ ტრანსფერი არ შედგა, რადგან მას „ჩელსიში“ გადასვლა ძალიან უნდოდა“, - თქვა მიკელმა.

ოსიმენი „გალათასარაიში“ იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მის ხელფასს მთლიანად თურქული გრანდი დაფარავს და „გალას“ ვიქტორის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნება.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020-2024 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე გამართულ 133 შეხვედრაში თავი 76 გოლით გამოიჩინა. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც ნეაპოლურ კლუბთან ერთად სკუდეტო მოიგო, თავად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენმა გალათასარაისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა
ოსიმენმა გალათასარაისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა