საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ალბანეთის ნაკრები
Aa
Aa

„უარყოფითი ბალანსის გამოსწორებას ვეცდებით“ - ალბანური მედია საქართველოსთან მატჩზე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ხვალინდელ მატჩს დიდი მოლოდინით ხვდებიან ალბანელებიც. სილვინიოს გუნდმა რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და როგორც ალბანურ მედიაში იწერება, ეს ფაქტორი გულშემატკივრებს აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რათა მათმა საყვარელმა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან უარყოფითი ბალანსი გამოასწოროს.

რას წერს ალბანური Shqiptaja:

ხვალ, ალბანეთი საქართველოს გადატვირთულ „ეარ ალბანიაზე“ უმასპინძლებს. „წითლების“ მიზანი გამარჯვება იქნება, რითაც გუნდი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავებისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ასევე, სილვინიოს გუნდი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან ნეგატიურ ბალანსს ერთით გამოასწორებს.

პრაღაში, უკრაინასთან შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, ალბანეთი ისეთ გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ჩეხეთი საკუთარ მოედანზე 4:1 გაანადგურა, რაც მათ უფრო დასაფასებელს ხდის.

ალბანეთი წარსულში საქართველოს არაერთხელ დაუპირისპირდა, თუმცა, დადებითი ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა. გუნდებს შორის გამართული 15 მატჩიდან 8 მეტოქემ მოიგო, 4 ფრედ, 3 კი ალბანეთის გამარჯვებით დასრულდა. ახლა სილვინიოს გუნდი ბევრად კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ფეხბურთელებს ზურგს უმაგრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება და ასევე, უკრაინასთან ერთა ლიგის პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება. ამას ემატება „ეარ ალბანიას“ ვულკანიც. ჩვენს გუნდს წარმატებისთვის ყველა წინაპირობა ექნება.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალბანეთი VS საქართველო - ცნობილია მსაჯის ვინაობა
ალბანეთი VS საქართველო - ცნობილია მსაჯის ვინაობა